ფიზიოთერაპიის პროცედურის ეს სახეობა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, წარმატებით ამარაგებს ქსოვილებს ჟანგბადით, ხსნის დაძაბულობას და აუმჯობესებს თვითგანწყობას.
ამ პროცედურას ახასიათებს სამი უმნიშვნელოვანესი მოქმედების ეფექტი: ლომფოდრენაჟი, მიკრომასაჟი და სითბური. მშრალი ჰიდრომასაჟის ჩატარტება სასურველია შემდეგი მდგომარეობის დროს:
• ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სტრესი, უძილობა, ნერვული სისტემის გაღიაზიანება
• საყრდენ-A სისტემის ტრავმები და დაავადებები, სახსრების ქრონიკული ტკივილი
• სისხლძარვების შევიწროვების გამო დარღვეული სისხლის მიმოქცევა, დაქვეითებული იმუნიტეტი ჰიპოქსიით გამოწვეული მეტაბოლიზმის დარღვევით სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება იწვევს უჯრედების სასიცოცხლოს ფუნქციების გაძლიერებას, ტკივილის შემცვირებას, ენდორფინების გამომუშავების ფონზე
• მშრალი ჰიდრომასაჟი კეთდება სხვადასხვა სისტემის შემდეგი დაავადების დროს: ხერხემლისა და სახსრების დაავდებები- ართროზი, ოსტეოართროზი, კუნთების ჰიპერტონუსი
• სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევა
• კანის დაავადებები
• ჰიპერტონული დაავადება პირველი სტადია.
• ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება
• ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, ნევროზი, ვერტებრალური ტკივილის სინდრომით მიმდინარე პროცესები.