ბორჯომი პალასში არის ენდოკრინოლოგიის განყოფილება,რომელიც
ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: დაავადების გამო დაქვეითებული ფუნქციების აღდგენა და შემდგომში — შრომისუნარიანობის დონის შენარჩუნება და პაციენტის ადაპტაცია გარემო პირობებთან და გარემოსთან.
ენდოკრინოლოგიის განყოფილებაში ხდება სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური პრობლების მქონე პაციენტების რეაბილიტაცია.
პაციენტებისთვის ხდება ბალნეოლოგიური პროცედურების შერჩევა (ტალახის გამოყენება, შეფუთვა, სამკურნალო შხაპი), მასაჟი, წამლით მკურნალობა (მოიცავს თერაპიული დოზის ინდივიდუალურ კორექციას დაავადების სიმძიმის მიხედვით), ფსიქოთერაპიული დახმარება, ასევე ინდივიდუალური პროგრამების შემუშავება წონის დაკლებისთვის; სიმსუქნის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა, ყოველდღიური დიეტის გაანგარიშება სიმსუქნის სიმძიმის მიხედვით, ინდივიდუალური ფიზიკური აქტივობის გამოთვლა.
ჩვენი სერვისების კომპლექსი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა,სხეულის წონის ნორმალიზება ყველაზე ნაზი და ფიზიოლოგიურად გამართლებული გზებით.ჩვენი მკურნალობის მოქმედება ეფექტურია. მკურნალობა კარგად გადაიტანება.
ბორჯომი პალასში სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ თავს იგრძნობთ ხალისიანად და კმაყოფილად.
ბორჯომი პალასი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციტოლოგის კონსულტაცია;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
ოქსიდაციური სტრესის შესწავლა;
ინდივიდუალური რეკომენდაციებ
კვლევებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით — 032 2 43 00 31 | 032 2 43 00 32