ჩვენს შესახებ - borjomipalace

info@borjomipalace.ge

გამსახურდიას #17 (1200 ბორჯომი საქართველო)
ქარ||РУС

სასტუმრო-სანატორიუმი

ბორჯომი პალასი

Go to content

სასტუმრო ბორჯომ-იპალასი



ქალაქ ბორჯომის ცენტრში, ცენტრალური პარკიდან სულ რაღაც 800 მეტრში მდებარეობს სასტუმრო-სანატორიუმი ბორჯომი პალასი 4*, რომელიც გაიხსნა 2013 წელს სრული რეკონსტრუქციის შემდეგ.

   ჯერ კიდევ 1876 წელს, შენობა ფუნქციონირებდა როგორც სანატორიუმი, სადაც შესაძლებელი იყო 50 ადამიანის განთავსება.

    დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი სანატორიუმი რეგიონში, სადაც ხდებოდა ბალნეოლოგიური და სპა მკურნალობა.

  სატუმროში არის 164 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი.

ყველა კატეგორიის ნომერში არის: პლაზმური ტელევიზორი, უკაბელო ინტერნეტი, ტელეფონი, მაცივარი, სეიფი, შხაპი, ჰიგიენის საშუალებების კომპლექტი, პირსახოცები, ჩუსტები, ხალათი, თმის საშრობი.

   სასტუმროში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი ისეა განთვსებული, რომ დამსვენებლებისთვის მაქიმალურად მოსახერხებელი იყოს.

     თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის ერთობლიობა, შესაძლებელს ხდის წარმატებულ რეაბილიტაციას და მკურნალობას.


           სამედიცინო ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურება:

ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა და ექიმების კონსულტაციები(თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი).

ლაბორატორიული კვლევა

კუჭის ამორეცხვა მინერალური წლით

ნაწლავების მორწყვა მინერალური წყლით

გინეკოლოგიური გამორეცხვა მინერალური წყლით

ტალახის და პარაფინის აპლიკაციები

შხაპი შარკო, ცირკულარული შხაპი, აღმავალი შხაპი

წყალქვეშა მასაჟი

ოთხკამერიანი გალვანური შხაპი

საერთო მასაჟი, ხირომასაჟი

ჟანგბადის კოქტეილი

ფიზიო მკურნალობა

სპა პროცედურები და ფიტნესი


სასტუმრო ბორჯომი-პალასში ასევე ფუნქციონირებს:


300კვ.მ ფართობის რესტორანი,სადაც კვება ტარდება „ბუფეტის“ ტიპის სისტემით, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილზე დამზადებული შესანიშნავი საკონდიტრო ნაწარმი და ცომეული. რესტორანში ასევე წარმოდგენილია დიეტური კერძებიც.

საკონფერენციო დარბაზები, რომლებიც არჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ნებისმიერი დონის ღონისძიების ჩასატარებლად. ასევე შესაძლებელია კორპორატიული ღონისძიებებისთვის ყავის შესვენების, ლანჩის და ვახშმის ორგანიზება

კაფე-ბარი, რომელსაც აქვს მე-19 საუკუნის მარნის იერსახე

3D ფორმატის კინოთეატრი, სადაც ყოველდღიურად იმართება მხატვრული ფილმების და მულტფილმების სეანსები

ტურისტული განყოფილება

უფასო პარკინგი

ნომრები არამწეველთათვის

შიდა და გარე აუზი



Back to content