თურქული აბანო იგივე ჰამამი, ცხელ მარმარილოს ქვაზე გაკეთებული ქაფის მასაჟი და ტანის პილინგია, ჰამამი რეკომენდირებულია სხვადასხვა ქრონიკული, რესპირატორული დაავადებებისა და ოსტეოქონდროზის დროს. პროცედურის შედეგად იხსნება ფორები, იწმინდება სხეული, სუფთავდება კანი ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისაგან. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას და შფოთვას. ქაფის მასაჟი კი მოგიხსნით კუნთების ტკივილს და დაგირეგულირებთ მაღალ წნევას. ჰამამი გულისხმობს არა მარტო ტრადიციულ „გახურებას“ ორთქლის აბანოში, არამედ მთელ რიგ კოსმეტიკურ პროცედურებსაც: მასაჟებს, პილინგს და ტანის ნიღბებს.