ულტრაბგერის ენერგია სხეულზე მოქმედებისას სითბოდ გარდაიქმნება, რის გამოც ამ პროცედურას თერმული ეფექტი აქვს. ულტრაბგერა ხელს უწყობს ქსოვილების მიკრომასაჟს, რაც ზრდის სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს და აუმჯობესებს ქსოვილების ფუნქციას.
ულტრაბგერა ძალიან ეფექტურია მიალგიის, ნევრალგიის, ნევრიტის, ართროზის, ართრიტის, პერიართრიტის სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ თუნდაც ერთი სახსრის მკურნალობისას სხვა სახსრის მდგომარეობის პარალელურად გაუმჯობესება ხდება – ეს ულტრაბგერითი ზემოქმედების განსაკუთრებული თვისებაა. ულტრაბგერითი მკურნალობის უკუჩვენებები: სიმსივნეები, ფილტვის ტუბერკულოზი, ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი, ორსულობა.