სასტუმრო ბორჯომი პალასი გთავაზობთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროგრამების ფართო სპექტრს. მათშორის შარდსასქესო სისტემის დაავადებების მკურნალობას, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ბორჯომი პალასის კვალიფიციური უროლოგების კონსულტაციასთან ერთად, შეასაძლებელია შემდეგი სახის უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მათთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება:
- შარდის საერთო ანალიზი;
- შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- პსა სისხლში (სკრინინგ ტესტი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისათვის);
- ჰორმონალური კვლევა სისხლში;
- შარდის ციტოლოგიური კვლევა;
- სპერმოგრამა;
- საშარდე გზების ულტრაბგერითი კვლევა;
- რენტგენოლოგიური კვლევა;
- უროგენიტალური ნაცხის კვლევა.
ისეთი უროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორებიცაა:
- პროსტატიტი;
- ცისტიტი;
- ბალანოპოსტიტი;
- ფიმოზი, პარაფიმოზი, მოკლე ლაგამი;
- აზოსპერმია;
- შარდის ბუშტის ანთება;
- უროგენიტალური დაავადებები;
- თირკმლის ანთებითი დაავადებები – პიელონეფრიტი.