ტალახს აქვს გამხსნელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ახდენს კუნთების ტონუსის ნორმალიზებას, ხელს უწყობს სახსრების მოძრაობას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ტალახის თერაპიის გავლენით აქტიურდება ადაპტაციური მექანიზმები, ხდება დაავადებით დარღვეული ფუნქციების აღდგენა, უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, ნორმალიზდება მეტაბოლური პროცესები, უმჯობესდება ქსოვილების სუნთქვა და სტიმულირდება რეგენერაციის პროცესები. ტალახში არსებული მინერალური მარილები და ორგანული ნივთიერებები ხელს უწყობს მიკრობული დისბალანსის ნორმალიზებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, კოაგულაციური და კერატოლიზური მოქმედება.
ტალახის თერაპიის ჩვენებებია:
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების და დაზიანების შედეგად (სახსრების, ლიგატების და კუნთების დაავადებები, კონტრაქტურა, ოსტეომიელიტი)
- გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების (თავის ტვინის დახურული დაზიანებების, რადიკულიტის, ნევრიტის დროს. ხელს უწყობს შეხორცების პროცესს
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული გამწვავების დროს.ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, არაკალკულარული ქოლეცისტიტი)
- ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებები
ტალახის თერაპიის კურსი შედგება 5-10 სეანსისგან,დაავადებების ჩვენებების მიხედვით
ტალახით მკურნალობის მეთოდი ეფექტურია ფიზიოთერაპიასთან, სავარჯიშო თერაპიასთან, მასაჟთან და ყველაზე ეფექტურია როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი. არსებობს უკუჩვენებები, აუცილებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაცია.
- ტალახის აპლიკაცია ზურგის არეში - 40 ლარი
- ტალახის აპლიკაცია მუხლებზე - 20 ლარი
- ტალახის აპლიკაცია ქვედა კიდურზე - 40 ლარი
- ტალახის აპლიკაცია წელის არეში - 20 ლარი
- ტალახის აპლიკაცია ზედა კიდურზე - 40 კარი
- ტალახის აპლიკაცია საყელოს ზონაზე - 20 ლარი
- ტალახის აპლიკაცია მაღალი/დაბალი წინდები - 40/20 ლარი
- ტალახის საერთო აპლიკაცია - 90 ლარი
- ტალახის ტამპონი - 45 ლარი
- ტალახის ტრუსი - 40 ლარი
- ტალახის შარვალი - 60 ლარი
- ტალახის შეფუთვა სახსრებზე - 60 ლარი
- ტალახის ხელთათმანი - 20 ლარი