ხირო მასაჟი, იგივე ესპანური მასაჟი არის ხელით მასაჟის გაკეთების უნიკალური ტექნიკა, რომლის დროსაც ყველა მოძრაობა ხორციელდება ინსტრუმენტების გარეშე, მხოლოდ ხელებით. მასაჟის სპეციალისტი იყენებს 100-ზე მეტ მასაჟის ტექნიკას.
აღნიშნული ტექნიკა შემუშავებულ იქნა ესპანელი მანუალური თერაპევტის – ენრიკე გარსიას მიერ. ეს არის ენერგეტიკული მასაჟის ნაზავი, რომელიც ადუნებს და ასვენებს სახის კუნთებს. მათი დაძაბულობა ხელს უშლის სისხლის თავისუფალი ნაკადის მოძრაობას შესაბამის წერტილებში და სხვა სითხეების წვდომას ქსოვილებში, რის შედეგადაც მცირდება საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდება და ასევე მცირდება ტოქსინების გამოდევნა, სწორედ ამიტომ გამოც კანი წყვეტს სუნთქვას და ჩქარდება დაბერების პროცესი.