ოთხკამერიანი გალვანური აბაზანა – ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს ტკივილს. გალვანური აბაზანა ინიშნება კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევის, რევმატოლოგიური და პოსტტრავმული მდგომარეობის დროს. ხანგრძლივობა – 20 წუთი.
პროცედურა გამოიყენება შემდეგი დაავდებების სამკურნალოდ: ართრიტი, ართროზი; შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური ართროპათია, დიაბეტური პოლინეიროპათია). პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნეირომიოზიტი, ნევრიტი, ნევრალგია; კიდურების ათეროსკლეროზი (საწყისი სტადიები); ძვლის მოტეხილობები.
გალვანური აბაზანა აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.