ელექტროფორეზი არის ფიზიოთერაპიული პროცედურა, რომლის არსი მდგომარეობს სხეულზე მუდმივი ელექტრული იმპულსების ზემოქმედებაში ზოგადი ან ადგილობრივი თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფად. ძალიან ხშირად, ელექტროფორეზი ინიშნება წამლების მოქმედების გასაძლიერებლად, ვინაიდან ელექტრული დენის გავლისას წამლის ხსნარში, წამლის იონები იწყებენ მოძრაობას, აღწევენ კანში და ლორწოვან გარსებში.
ელექტროფორეზი საშუალებას გვაძლევს პრეპარატი მოხვდეს კანის ზედაპირულ ფენებში – ეპიდერმისსა და დერმისში, სადაც ის შეიწოვება სისხლში მიკროსისხლძარღვების მეშვეობით. სისხლში და ლიმფურ ნაკადში მოხვედრის შემდეგ პრეპარატი მიეწოდება ყველა ორგანოსა და ქსოვილს, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია შენარჩუნებულია პრეპარატის შეყვანის ზონაში.
ზოგჯერ ელექტროფორეზი არის მედიკამენტების მიღების ერთადერთი გზა, რომლის პერორალურად მიღება შეუძლებელია, მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგიების დროს. ელექტროფორეზის თერაპიული ეფექტი განპირობებულია იმ პრეპარატით, რომლითაც ტარდება პროცედურა. ელექტროფორეზი აჩქარებს მეტაბოლიზმს, უჯრედშიდა აღდგენის პროცესს და მეტაბოლური პროდუქტების მოცილებას.
ელექტროფორეზის კურსის შემდეგ აღინიშნება შემდეგი გაუმჯობესებები:
- სისხლის და ლიმფის ნაკადი იზრდება;
- ქსოვილების ჟანგბადის და ნუტრიენტების მიწოდება იზრდება;
- მეტაბოლური პროცესები სტიმულირდება;
- ტკივილი და ანთება ქრება.