პრესოთერაპია არის სამედიცინო გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს ლიმფურ დრენაჟს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰაერის წნევის გამოყენებით. შეკუმშვისა და დეკომპრესიის მონაცვლეობით, ის ეფექტურად ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას. პრესოთერაპია გეხმარებათ სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევების და ვენური პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა ვარიკოზული ვენები, დაღლილი ფეხები და მძიმე კიდურები.
პრესოთერაპია დაგეხმარებათ წონის კლებაში, ჯანსაღი და ლამაზი სხეულის შენარჩუნებაში. პრესოთერაპიის, სწორი კვებისა და ვარჯიშის კომბინაციით, მცირე დროში მიაღწევთ სასურველ შედეგს. პრესოთერაპია კურნავს შეშუპებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ცხიმებს და სითხეს, რომლებიც იწვევენ ცელულიტს. აღადგენს კანის ელასტიურობას, ზრდის ჟანგბადის ნაკადს სხეულის ქსოვილებში და გეხმარებათ რეგენერაციაში.
პრესოთერაპიის სამკურნალო თვისებები – პრესოთერაპია ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, გეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში. პრესოთერაპია ასევე დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროს; ის ასტიმულირებს ნაწლავის ტრანზიტს და ხსნის ყაბზობის პრობლემებს.
პრესოთერაპიას ხშირად სპორცმენები იყენებენ, რადგან ის შესანიშნავი საშუალებაა კუნთებისა და სახსრების ტონუსისთვის, ამშვიდებს კუნთებს, ამცირებს კუნთების დაღლილობას და ხელს უშლის ტკივილს და კრუნჩხვას. გარდა ამისა, ის აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილებს, ხსნის სტრესს და დაძაბულობას, ამცირებს კუნთების სპაზმს.