თეთრ ტალახს უკეთ შეუძლია სითბოს შენარჩუნება, ვიდრე ტორფის ტალახს. ამიტომ ის გამოიყენება, მაშინ როდესაც აუცილებელია სხეულის ღრმა ქსოვილების გახურება. ექიმის დანიშნულებისამებრ, პაციენტს მთლიანად ან ნაწილობრივ შეაზელენ გახურებულ სამკურნალო ტალახს და ახვევენ სითბოს შესანარჩუნებლად. კანი იწოვს თეთრ ტალახში შემავალ მიკროელემენტებს, შედეგად კი აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება ანთებითი პროცესი, ორგანიზმი იწყებს ოფლიანობას, სწორედ სეთ დროს კანის ფორების მეშვეობით ორგანიზმიდან წიდები გამოიდევნება. გარდა ამისა, ამ პროცედურას აქვს კოსმეტიკური ეფექტიც, რადგან თეთრი ტალახი წმენდს და ატენიანებს კანს.