slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 14:08
დაჯავშნე

სუნთქვის პროგრამა

სუნთქვის პროგრამა: ,,სუნთქვა–სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველია,,. სუნთქვით იწყება სიცოცხლე. ქვეყანაზე მოვლენილი ჩვილის პირველი მოქმედება– ღრმა შესუნთქვაა. სუნთვაზე დამოკიდებულია ჩვენი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონალობა. სილამაზე და ახალგაზრდობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს სუნთქვით პროცესებთან. 
ისინი არეგულირებენ ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ სტაბილურობას. სუნთქვაზეა დამოკიდებული ჩვენი აზრები, ემოციები, განწყობა, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებაც კი. სუნთქვა ჩვენი შინაგანი მდგომარეობის და გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების ანარეკლია. თითოეული შესუნთქვა და ამოსუნთქვა აყალიბებს ადამიანს. ერთის მხრივ – ეს ფიზიოლოგიური პროცესია, როდესაც ორგანიზმში მიმდინარეობს ბუნებრივი აირმიმოცვლა. მაგრამ, მეორეს მხრივ, სუნთქვა ასევე ენერგიისა და კვების მნიშვნელოვანი წყაროა. ორგანიზმის ენერგიის 90 %–ზე მეტი გამომუშავდება ჟანგბადის მიერ. ავადმყოფობა იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ხელს ვუშლით ორგანიზმს და უფრო ხშირად, ხელს ვუშლით სწორად სუნთქვაში. ეს პროგრამა გათვლილია სუნთქვითი სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე, რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადის დონის მომატებას სისხლში, მისი სხვა ორგანოებისთვის მიწოდების სტიმულირებას, რაც ააქტიურებს ლიმფურ სისტემას. თავის მხრივ ის ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდისგან.
პროგრამა რეკომენდებულია: 
• - სასუნთქი ორგანოების დაავადებისას (ბრონქიალური ალერგიული ასთმა, სინუსიტები, რინიტი, ლარინგიტი, ტრახეიტი, ბრონხიტი); 
• - ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებისას; 
• -კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას ; 
• - გულ–სისხლძარღვთა დაავადებისას;
• - ხშირად ავადმყოფი ბავშვებისთვის; 
• - გონებრივი და ფიზიკური დარღვევებისას; 
• - კანის დაავადებებისას; 
• - სხვადასხვა ალერგიული დაავადებებისას; 
• - ჭარბი წონის დროს, მეტაბოლური სინდრომის არსებობისას; 
• - ჰიპერტონიის დროს; 
• - ანემიის დროს.

მკურნალობის პროგრამა: 
• ექიმ–თერაპევტის მიერ დათვალიერება 
• სპეციალისტ–პულმონოლოგის კონსულტაცია 
• ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია.

დიაგნოსტიკის მეთოდები: 
• სპირომეტრია. 
• სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი. სამკურნალო პროცედურები: 
• სუნთქვითი ვარჯიშები. 
• მარილის გამოქვაბული (სპერეოთერაპია). 
• სამკურნალო საშუალებების ინჰალაციური მეთოდით შეყვანა (დანიშნულების მიხედვით). 
• ფიზიოთერაპია: უ.მ.ს., მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერა (დანიშნულების მიხედვით). 
• ორთქლის ნახშირორჟანგის აბაზანა. 
• ნახშირორჟანგის აბაზანა. 
• ლიმფოდრენაჟი. 
• ჟანგბადის ტერაპია. 
• სინგლეტური ჟანგბადის თერაპია. 
• ბიორეზონანსული თერაპია.

პროფილაქტიკური პროცედურები: 
• ჟანგბადის კოქტეილი;
• ფიტო–ჩაი;
• კლიმატით მკურნალობა;
• ჰაერის აბაზანები;
• აუზი;
•ტერენკური.

მკურნალობის კურსის (10 - 14 დღე) გავლის შემდეგ ვიღებთ: 
• ენერგიის და ძალის მოზღვავების შეგრძნებას; 
• ვუმკლავდებით სტრესს; 
• უფრო იშვიათად გვაწუხებს მაღალი წნევა; 
• აღარ გვაქვს კანის პრობლემები; 
• ვაძლიერებთ იმუნიტეტს; 
• ვიშორებთ მიკრობებს ორგანიზმიდან; 
• ვაუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას; 
• ვიშორებთ ჰიპოქსიას; 
• ვამცირებთ ხუთვის შეტევების სიხშირეს; 
• ვაუმჯობესებთ ბრონქიალურ გამტარობას; 
• ვსწავლობთ სწორად სუნთქვას.