slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 14:53
დაჯავშნე

სპა ცენტრი

SPA-კაპსულა 

ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც იხოჭავს სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას სანატორულ - კურორტული ტიპის დაწესებულებებში. ეს ის პროცედურაა, რომელიც ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, ხსნის დაძაბულობას, ამაღლებს განწყობილებას, და ასევე ებრძვის ჭარბ წონას.

SPA - კაპსულაში შერწყმულია ორმაგი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე: ინფრაწითელი სითბო ორთქლით, ასევე შხაპის სისტემა ყველა მხრიდან წყლის მიმართულებით მთელ სხეულზე. ერთობრივი ზემოქმედება ინფრაწითელი სხივებისა და თბილი ორთქლი ქმნის იდეალურ პირობებს რელაქსაციისა და ძალების აღდგენისთვის, ხოლო სხვადასხვა სახის ზემოქმედების გამოყენება ადამიანის სხეულზე ჰიდრო- ქრომო- თერმოთერაპია, მასაჟი და შეფუთვა კი აძლიერებს მის ეფექტურობას. პროცედურა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ორგანოებსა და ქსოვილებში, აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას.

SPA - კაპსულის მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სხვადასხვა მიზნით აქტიურად გამოიყენება ნიღბები და შეფუთვა. ორთქლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურის ხარჯზე იხსნება კანის ფორები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შეიწოვებიან კანში, რაც განაპირობებს უდიდეს სარგებელს ორგანიზმისთვის. ასევე ამ პროცედურას თან ახლავს არომოთერაპია, მუსიკოთერაპია და აეროიონოთერაპია.

SPA - კაპსულის გამაჯანსაღებელი გავრცელებული პროგრამებია: 

  • ზედა სასუნთქი გზების დაავადებების პროფილაქტიკა ( ორგანიზმის დამცველობითი ძალების გააქტივება, იმუნიტეტის ამაღლება) 
  • კანის მოვლა ( კანის გაწმენდის და გაახალგაზრდების პროგრამა) 
  • ანტიცელულიტური პროგრამა ( აქტიური ლიმფოდრენირება სხეულის პრობლემურ ადგილებიდან) 
  • წონის დაქვეითება ( ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის სტიმულირება და ზედმეტი კალორიების წვის პროგრამა) 
  • პელაქსაცია
  •  ენერგიის მომატება 
  • ძილის გაუმჯობესება 
  • დეტოქსიკაცია ( აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან)
  • გამაჯანსაღებელი