შხაპი „შარკო“
სანატორულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამკურნალო პროცედურაა. ეგრედ წოდებული შხაპი „ შარკო“ წარმოადგენს საკმაოდ აქტიურ მასაჟს წყლის ჭავლით წნევის ქვეშ, რომელიც ახდენს მყარ და ეფექტურ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.
შხაპ „შარკო“-ს ჩვენებაა: ნევროსთენია, აკვიატებული აზრი, ნევროზები, გაღიზიანებადობა, დეპრესია და აგრეთვე ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა და პროფაქტიკა. წყლის წნევით კანზე ზემოქმედება იწვევს ორგანიზმის ტონუსში მოყვანას, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მაგრამ თუ პროგრესირებადი ფსიქოზია პროცედურა უკუნაჩვენებია.
კოსმეტოლოგიაში ცელულიტის კორექციისთვის დასუსტების მიზნით გამოიყენება ეგრედ წოდებული კონტრასტული შხაპი „შარკო“. წყლის ტემპერატურა და პროცედურის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
ცირკულარული ( შვეიცარული) შხაპი
ცირკულარული ( შვეიცარული) შხაპი - სამკურნალო შხაპია. მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია სხეულზე საშუალო წნევით მრავლობითი წვრილი წყლის ჭავლის ზემოქმედებით. პროცედურის ჩასატარებლად გამოიყენება ცირკულარული ბოქსი, რომელიც წარმოდგენილია მილის სახით მრავლობით წვრილი ნახვრეტებით, განლაგებული ნახევარწრეში (ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად). წყლის წნევა შეადგენს, როგორც წესი 1,5 ატმოსფეროს (რეგულირების საშუალებით), ხოლო ტემპერატურა მუდმივად მცირდება მკურნალობის კურსის პერიოდში (300-დან 250- მდე). ძალიან ხშირად ცირკულარული შხაპს ემატება წვიმისებრი შხაპიც. პოპულარულია კონტრასტული პროცედურა, როდესაც ცხელ და ცივ წვიმისებრი შხაპთან შერწყმულია ცივი და ცხელი ცირკულარული შხაპი. პროცედურის ხანგძლივობა შეადგენს 5 - 20 წუთს. წყლის ტემპერატურის მუდმივ დაქვეითებასთან ერთად იზრდება ორგანიზმის ფიზიკური აქტივობა, მაღლდება ტონუსი და უმჯობესდება ემოციონალური მდგომარეობა. ამის გარდა შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მრავლობითი წყლის ჭავლი ახდენს ზემოქმედებას როგორც კანზე, ასევე კუნთებზე, სისხლძარღვებზე, შინაგან ორგანოებზე ( ხსნის სპაზმებს, ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს).
ძირითად ჩვენებას ცირკულარული შხაპის ჩატარებისას წარმოადგენს:
აღმავალი ( შორისისშუა )შხაპი
სამკურნალო შხაპის ერთ ერთი სახეობაა, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალოდ. პროცედურა ტარდება სპეციალურ სკამზე, რომელსაც აქვს მომრგვალებული ზედაპირი და სპეციალური სამასაჟე წლყის გამაფრქვეველი მექანიზმი. წყლის წნევა შეადგენს 1-2 ატმოსფეროს, ხოლო ტემპერატურა მერყეობს ჩვენების მიხედვით ცივი- გრილიდან (250-350C) თბილამდე (360 -400 C). როგორც წესი მკურნალობის კურსი მოიცავს 10-20 პროცედურას 2 -5 წუთის ხანგრძლივობით. პროცედურა ტარდება ყოველდღიურად.
ჩვენებები და უკუჩვენებები. აღსანიშნავია, რომ აღმავალი შხაპი ნაჩვენებია როგორც ბავშვებში, ასევე ხანდაზმულებშიც ( მაგალითად: ძალიან ხშირად შხაპი გამოიყენება გავა-წელის რადიკულიტის სამკურნალოდ). აღმავალი შხაპი ახდენს დადებით ზემოქმედებას მთელს ორგანიზმზე: აუმჯობებსებს სისხლისმიმოქვევას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შეხორცებას, აძლიერებს მენჯის კუნთებს.ძირითად ჩვენებებს პროცედურის ჩატარებისთვის მიეკუთნება:
უროლოგიური ( პროსტატიტი, იმპოტენცია - ცივი შხაპი) დაავადებები.
პირდაპირი უკუჩვენებები აღმავალ შხაპის ჩატარებას არ გააჩნია.