slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 14:52
დაჯავშნე

პელოიდოთერაპია(სამკურნალო ტალიხით მკურნალობა)

პელოიდოთერაპია

 სამკურნალო ტალახით მკურნალობა ერთ ერთი უძველესი მეთოდია სანატორიულ - კურორტულ დაწესებულებაში. უკვე ბევრი საუკუნეა კაცობრიობა იყენებს ტალახს სამკურნალო მიზნით ქრონიკული დაავადებებისათვის. სამკურნალო ტალახები (პელოიდები) წარმოადგენენ ცხიმოვან შლამს, რომლებიც წარმოიქმნება მარილოვანი ტბების ფსკერზე. ტალახი შეიცავს მინერალებს ( მიწა, ქვიშა, თიხა და სხვა), რომელიც დაიფარა და დაჟელატინდა ორგანული ნივთიერებებით. ცოცხალი ორგანიზმები გახრწნისას უჟანგბადოდ წარმოქმნან სამკურნალო ტალახს. ცილების შემადგენლობაში შედის გოგირდი, რომელსაც არ აქვს ბოლომდე დაჟანგვის უნარი და გამოყოფა გოგირდწყალბადის სახით.

 სამკურნალო ტალახს ადებენ მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებზე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ტალახის აპლიკაცია სამკურნალოდ გამოიყენება სხეულის დიდ ნაწილზე. მთელი სხეულის ტალახით შეფუთვისას აპლიკაცია არ კეთდება თავზე, კისერზე, გულის არეზე. პროცედურის ხანგრძლივობაა 15-20 წუთი, ინიშნება დღეგამოშვებით. რიგ შეთხვევეაში პროცედურა ტარდება 2 დღე ზედიზედ, ხოლო მესამე დღეს პაციენტი ისვენებს. თუ კი აპლიკაციის ფართობი არ მოიცავს სხეულის უმეტეს ნაწილს, მაშინ პროცედურის ჩატარება შეიძლება ყოველდღიურად და მკურნალობის კურსი შეადგენს 10 -18 პროცედურას.

ტალახის აპლიკაციების ჩვენებები. სამკურნალო ტალახი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უამრავი დაავადებებისას. ის გამოიყენება ნერვული სისიტემის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა რადიკულიტი, ნევრიტი, განგლიიტი, ნევრალგია და სხვა. ეფექტურად გამოიყენება ტალახი ტრავმების შემდგომი გართულებების სამკურნალოდ. ტალახის აპლიკაციები გამოიყენება საყრდენ - მამოზრავებელი აპარატის დაავადებების სამკურნალოთ:

  • ართრიტი
  •  სახსრების ანთებითი დაავადებები 
  •  პოლიართრიტი 
  •  ტრავმების შემდგომი მდგომარეობა

 სამკურნალო ტალახი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოთ

  •  წყლულოვანი დაავადება ( გარდა მწვავე პროცესისა) 
  •  ჰეპატიტი 
  •  ქოლეცისტიტი 
  •  ენტეროკოლიტი 
  •  კოლიტი 
  •  გასტრიტი და სხვა 

ტალახის აპლიკაციები გამოიყენება გინეკოლოგიურ და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. ტალახის მეშვეობით შეიძლება განიკურნოს ქრონიკული ეგზემა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი და სხვა. 

გთავაზობთ აპლიკაციებს ელექტროტალახით, რაც ადამიანის ორგანიზმზე ზრდის ტალახის მოქმედების სასარგებლო თვისიბებს.