slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 23:30
დაჯავშნე

კურორტის შესახებ

 

 

Borjomi Palace Health & Spa Center - 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც განლაგებულია ქალაქ ბორჯომის თვალწარმტაც ცენტრში, სულ რაღაც 800 მეტრში მინერალური წყლების პარკიდან. სასტუმრო კომპლექსი იმყოფება 30 წუთის სავალში თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტ „ბაკურიანისაგან“ და საქართველოს ცნობილი ღირსშესანიშნაობებისაგან. სასტუმროს სანომრო ფონდი 164 ნომერს შეადგენს.

  თანამედროვე სასტუმრო კომპლექსი: Borjomi Palace Health & Spa Center აღჭურვილია შიდა და ღია აუზებით, 3-D ფორმატის კინოთეატრით, კონფერენც-დარბაზებით, ღვინის მარნით, ქართული რესტორნებითა და ბარით, რომლებიც ტრადიციულ და თანამედროვე დიზაინსა და ინტერიერშია შესრულებული.

  თვით ბუნების მიერ ბოძებული სამკურნალო წყალო: Borjomi Palace Health & Spa Center-ში ტარდება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ფართო ჩამონათვალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სასტუმრო კომპლექსს აქვს საკუთარი სამედიცინო ცენტრი, რომელიც 2016 წ. გამოშვების თანამედროვე  გერმანული სამედიცინო მოწყობილობითაა აღჭურვილი.

პროცედურები „ბორჯომის“ სამკურნალო წყლის (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) საფუძველზე ტარდება, რომელიც თავისი შედგენილობით გამოსადეგია ორგანიზმის კომპლექსური გაწმენდისათვის, იმუნიტეტის ამაღლებისათვის, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. 

  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა დაავადებები

  შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები;

  სასუნთქ ორგანოთა დაავადებები;

  ნივთიერებათა ცვლის, დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლისა და სიმსუქნის დაავადებები

 საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

 სისხლძარღვთა სისტემის, სახსრების დაავადებები;

  ნერვული სისტემის დაავადებები.

  სასტუმროს დიზაინი და ინტერიერი შესრულებულია რომანოვების სამეფო ოჯახის აქ ბინადრობის დროის ბაროკოს სტილში. ჩვენ სასტუმრო კომპლექსში არის რომანოვების ოჯახის აპარტამენტები, რომლებიც შემონახულია თავისი თავდაპირველი იერსახით. სასტუმრო თავის სტუმრებს მე-19 საუკუნის ბოლოს არქიტექტურული დახვეწილობის ატმოსფეროში გადაიტანს.

  ბუნება და ქართული სტუმართმოყვარეობის ატმოსფერო: ტყეებით, მდინარეებითა და ტბებით დაფარული დიდებული მთები და ხევები ჩვენ სტუმრებს უჩვეულო პეიზაჟებს უხსნის. Borjomi Palace & Spa თავის სტუმრებს ქართული დღესასწაულის ატმოსფეროს უქმნის. უსუფთავესი ჰაერი, ღვინო, სიმღერები, ხალხური ცეკვები,  საოცარი მუსიკა და თვალწარმტაცი პეიზაჟები ჩვენს სასტუმროში და Spa-ში ჩატარებული თავისუფალი დროის განუყოფელი ნაწილია. 

  ორგანიზებული ტურებიBorjomi Palace Health & Spa Center-ის განკარგულებაშია საკუთარი ავტოპარკი და გიდები, რაც გვაძლევს საშუალებას მოვაწყოთ ტურები ჩვენი სტუმრებისთვის საქართველოს სახელგანთქმული და ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად:

  ბორჯომის ხეობა, რომანოვების სამეფო ოჯახის ბორჯომული მემკვიდრეობა;

  შუასაკუნეების ციხე-სიმაგრე „რაბათი“;

  გამოქვაბულთა კომპლექსი «ვარძია»;

  გამოქვაბულთა კომპლექსი «უფლისციხე»;

  პრომეთეს გამოქვაბული; სამეფო აბანოები და აბასთუმნის განუმეორებელი ვარსკვლავიანი ცა;

  ბაკურიანი, ბათუმი, სტალინის სახლ-მუზეუმი და მრავალი სხვა.

Borjomi Palace - სასტუმრო, რომელშიც დაბრუნება გსურს!