slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 12:01
დაჯავშნე

ფიზიოთერაპია

 

“ბორჯომი პალასი“ სთავაზობს თავის კლიენტებს თანამედროვე გერმანულ მოწყობილობას, რომელიც კორპორაცია „ფიზიომედ“-მა გამოუშვა 2016 წელს და რომელსაც ამ კომბინაციით ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. 
მოწყობილობა განკუთვნილია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება ოპერციის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციისთვის.
აპარატ მაგ-ექსპერტის (ელექტროთერაპია) ფუნქციონირება დაფუძნებულია ზემოქმედების ადგილზე იმპულსური მაგნიტური ველის შექმნაზე. 

ჩვენებები: ართრიტი, ართროზი, ზურგის და ხერხემლის ტკივილები, ძვლის, ქუსლზე წანაზარდების ორთოპედიული მკურნალობა და გინეკოლოგიური პრობლემების მკურნალობა. ახასიათებს შემდეგი დადებითი მაჩვენებლები დამუშავებულ ქსოვილებზე: ოსიფიკაციის გაუმჯობესება, ანთებისა და შეშუპების საწინაარმდეგო ეფექტი, ანალგეზია, შეხორცების სტიმულაცია. 
მაგნიტური თერაპიის აპარატი დაფუძნებულია დენების სხვადასხვა ტიპებისა და მათი სხვადასხვა ეფექტების გამოყენებაზე თერმოთერაპიისა და მასტიმულირებელი დენებით თერაპიის გამოყენებით. 
ჩვენებები: ლოკომოტორული სისტემის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის, ნერვული სისტემის, შიდა ორგაოების მუშაობის დარღვევები. 
აპარატი „ულტრაბგერა“ გამოიყენება, როგორც ულტრაფონოფორეზი: მედიცინაში ულტრაბგერითი მეთოდების გამოყენება ხსნის შესაძლებლობების ფართო სპექტრს როგორც დიაგნოსტიკისთვის, ისე თერაპიისთვის. 
ჩვენებები: მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი, ბრონქიული ასთმა, ხერხემლის სახსრების ართოზი, აქილოდინია, ბურსიტი. 
აპარატი ლაზ -ექსპერტი – ლაზერული თერაპიის თანამდეროვე აპარატი. აპარტს მოყვება ორი დამსხივებელი, რომელიც მუშაობს სპექტრის უხილავ ინფრაწითელ სფეროში. 
ჩვენებები: დერმატოლოგია, სტომატოლოგია, ორთოპედია, ფიზიოთერაპია, სპორტული ფიზიოთერაპია, სარეაბილიტაციო მედიცინა. 
აპარატი „ფიზიოთერმი-С“ - მაღალი ხარისხის და თანამედროვე აპარატი მოკლეტალღური თერაპიისთვის (უმთ (УВЧ )-თერაპია და უმთ-ინდუქტოთერმია), მისი გამოყენება შესაძლებელია სხეულის პრაქტიკულად ნებისმიერი ნაწილის სხვადასხვა ინტენსივობის ელეტრული ან ელექტრომაგნიტული ველით დიელექტრული გათბობისთვის . 
ჩვენებები: ორთოპედია, ოსტეოართროზი, აქილოდინია, ბეხტერევის დაავადება, ბურსიტი, დაჭიმვა, ღრძობა, დაჟეჟილობა, ეპიკონდილიტი, მოტეხილობა.
დარტყმითი-ტალღური თერაპიის აპარატი გამოიყენება ფეხის ქუსლის დეზის წარმოშობის შემთხვევაში. 
აპარატი Deep Oscillation – შექმნილია ცვლადი ელექტროსტატიკური ველის თვისებების საფუძველზე, რომელიც ვრცელდება ზემოქმედების ადგილზე. 
აპარატი აუმჯობესებს ტროფიკას, ადუნებს კუნთებს, ასუსტებს ტკივილებს და ამცირებს შეშუპებებს, ანთებებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს. 
გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი „ბორჯომი პალასი“ ასევე ატარებს პროცედურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ-კენჭოვანი სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის.
სამკურნალო-გამაჯანსაღებელიპროცედურების და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობების უნიკალური კომბინაცია.