slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 01:01
დაჯავშნე

მკურნალობა ბორჯომში

სამედიცინო ცენტრი

სასტუმრო სანატორიუმ „ბორჯომი-პალასში“ ფუნქციონირებს სამკურნალო გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი. უახლესი აპარატურით აღჭურვილ-სადიაგნოსტიკო კაბინეტებში ტარდება სხვადასხვა გამოკვლები: ულტრასონოგრაფია, დოპლეროგრაფია,ორსულის გამოკვლევა ხდება 4D - ულტრაბგერით აპარატზე, ეზოფაგოდუოდენოსკოპია, კლინიკო – ბიოქიმიური ლაბორატორია. კუჭისა და ნაღვლის წვენის გამოკვლევა. კონსულტაციებს ატარებენ მაღალკვალიფიციური ექიმები. თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი და რადიოლოგი.
საპროცედურო კაბინეტებს ემსახურება გამოცდილი და კვალიფიციური მედპერსონალი: ტარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ამორეცხვა. კოლონოთერაპია მინერალური წყლით, გინეკოლოგიური გამორეცხვა ასევე ფუნქციონირებს აპარატული ფიზიოსამკურნალო კაბინეტი: ნევრალგიების, ქრონიკული ტონზილიტების, რადიკულიტების, გაიმორიტების, კუჭის, ღვიძლის და ნაწლავების პერისტალტიკის გასაუმჯობესებელი ელექტრო პროცედურები, ვეგეტო- დისტონიების სამკურნალო ფიზიოტერაპია. სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჯის კაბინეტი. უახლესი აპარატურით აღჭურვილი კოსმეტოლოგიური კაბინეტი.

მხოლოდ "ბორჯომი პალას"–ში: შეგიძლიათ მიიღოთ სპა კაპსულა „დერმალაიფ“,რომელიც გთავაზობთ: მინერალური წყლით, რძით, თაფლით, გვირილისა და ორკბილას ნაყენით, ღვინის ექსტრაქტით ჰიდრო თერაპიას, ჰიდრო მასაჯს, ამასთან ერთად ორთქლის სხვადასხვა არომატებისა და ქრომოთერაპიას. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ჰიდროპროცედურები თანამედროვე აპარატებით "ბადენ–ბადენი"–დან: წყალქვეშა მასაჯი, ცირკულარული, აღმავალი და "შარკო"–ს შხაპი, ნახშირმჯავის აბაზანა და ორთქლის CO2 აბაზანა, ასევე ოთხ კამერიანი აბაზანა. "ბორჯომი  პალას"–ი გთავაზობთ ელექტრო ტალახის პროცედურებს, პარაფინის აპლიკაციებს. ასევე : საცურაო აუზის, ფიტნესის, თურქული ჰამამის და საუნის მომსახურებას.

ბორჯომის უნიკალური კლიმატის და ჩვენი სამკურნალო გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელშეყობით გექმნებათ საუკეთესო პირობები დასვენების, მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის.

ბორჯომში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკისა და კურორტული მკურნალობის საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიციებია ჩამოყალიბებული. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, გასტრიტები, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა, პანკრეატიტები, ჰეპატიტები, კოლიტები და ენტეროკოლიტები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ეს ტრადიციები შეიქმნა მილიონობით ავადმყოფის და დამსვენებლის მკურნალობის შედეგად, როგორც მეფის რუსეთის ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში. თავის დროზე „სამხედრო ჰოსპიტალი“, შემდგომში „სამხედრო სანატორიუმი“ და ეხლა კი „ბორჯომი პალასი“ კარგად ფლობდა და ფლობს კურორტული მკურნალობის მეთოდებს. გამოცდილი ექომები და მედ პერსონალი შესანიშნავად ფლობენ ყველა თანამედროვე მკურნალობის მეთოდს. 
გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებასთან ერთად კვალიფიციურ და სასიამოვნო მკურნალობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა.