slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 14:52
დაჯავშნე

ჰიდრომასაჟი

წყალქვეშა მასაჟი ან ჰიდრომასაჟი 

ძველი ტრადიციული ევროპული ჰიდროთერაპიაა ღრმა და დიდი ზომის აბაზანების გამოყენებით, რომლებიც აღჭურვილია სპეციალიზირებული სისტემით ხელის წყალქვეშა მასაჟის და რეგულირებადი წნევისა და ტემპერატურის კონტროლით.

პირველი ჰიდრომასაჟის აბაზანა დამზადდა 1936 წელს ბერლინში. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ექიმები აღნიშნავდენ, რომ მძიმე ავადმყოფები ტრავმებით უფრო სწრაფად იწყებენ გაჯანსაღებას, თუ კი მკურნალობაში გამოყენებული იყო წყლის პროცედურები, რადგან მათი კანი იწყებდა აქტიურად სუნთქვას, მატულობდა ჟანგბადის ცვლა ფილტვებში. ასევე ამცირებს შეშუპებას და აწესრიგებს ძილს.

ჰიდრომასაჟი - საუკეთესო მეთოდია მთელი ორგანიზმის რეცეპტირების აქტივაციისთვის. მის აბსოლუტურ ღირსებას მიეკუთნება არა მარტო რეფლექტორული აღგზნების დაქვეითება, ასევე სპაზმების მოხსნა და ტკივილგამაყუჩებელი ეფეკტი. წყალქვეშა მასაჟი - ძალიან სწრაფი მეთოდია გახდომისა და ფიგურის დასაყენებლად ცხიმოვანი ქსოვილის და ცელულიტის შემცირებით, ხოლო მთავარი კი ის აღადგენს ქსოვილებში წყლის ბალანსს. ჰიდრომასაჟი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას, ამაღლებს კანისა და კუნთების ტონუსს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ამაღლებს სასარგებლო ნივთიერთიერებების ათვისებას კანში, ახდენს ჟანგბადით გაჯერებას,ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსინები და შლაკები, ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, აპრიალებს მას, კანი ხდება რბილი, ელასტიური და მატებს ახალგაზრდულ ელფერს. ეს ყველაფერი ფრიად მისაღებია და საჭირო ჩვენი ქალბატონებისათვის და ამის გარდა წყალქვეშა მასაჟი ითვლება ერთ ერთ დამატებით პროცედურად მძიმე დაავადებულთა რეაბილიტაციისთვის. დადგენილია, რომ ის ასწრაფებს მოძრაობის აღდგენის ფუნქციას, ამაღლებს მოძრაობას კიდურებსა და ხერხემალში, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აღადგენს მათ ელასტიურობას, ასტიმულირებს ზედმეტი სითხის რეაბსორბციას და ახორციელებს მის დრენირებას ბუნებრივი ფილტრებისაკენ, აძლიერებს სისხლის მომარაგებას კანის საფარველზე და მთლიანად ჰემოდინამიკას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტივებს ტროფიკულ ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლჩაქცევებისა და ნარჩენი სითხის გაწოვას ქსოვილებიდან. პროცედურის რეგულარული ჩატარებისას ჰიდრომასაჟი არბილებს და ხელს უწყობს ნაწიბურების და შეხორცებების დარბილებას, აუმჯობესებსა კუჭ-ნაწლავის მოტორიკას, ააქტიურებს ვენურ და ლიმფურ ცირკულაციას,აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას.

წყალქვეშა მასაჟი ასევე აუმჯობესებს და აწესრიგებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ამაღლებს გუნება-განწყობილებას, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ თავს ხალისიანად და აქტიურად. ამრიგად წყალქვეშა მასაჟს გააჩნია ბევრი ღირსებები: შეშუპება ვენური და ლიმფური შეგუბებისას, „დაღლილი ფეხების“ სინდრომი, ტრავმების შემდგომი შეშუპება, ტროფიკის დარღვევები ცუდი მიკროცირკულაციის გამო, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, ცხიმოვანი ცვლის დარღვევები, ნაწლავის დისფუნქცია, ძილის დარღვევა, კლიმაქტერული პერიოდი, ცელულიტი; კუნთების მოდუნება და მოჩვარული კანი, პლასტიკური ქირურგიის შემდგომი აღდგენისათვის, ორგამიზმის საერთო დეტოქსიკაციის, კანის ელასტიურობისა და ტროფიკის გასაუმჯობესებლად, სხეულის კონტურების აღსადგენად, მიკროცირკულაციის დარღვევების პროფილაქტიკისთვის და ადეკვატური ასაკობრივი ცირკულაციის შესანარჩუნებლად.

წყალქვეშა მასაჟს აგრეთვე აქვს უკუჩვენებები: მწვავე ინფექციური დაავადებები, კანის ინფექციები, დაავადებების მწვავე პერიოდი, თრომბოფლებიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ჰიპერტონული დაავადება III ხარისხი; გულის იშემიური დაავადება I და II ხარისხი; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ონკოლოგიური დაავადებები.