Borjomi Palace & Spa – + 4 –ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც განლაგებულია ქალაქის ცენტრში, სულ რაღაც 800 მეტრში მინერალური წყლების პარკიდან.
სასტუმროს დიზაინი და ინტერიერი შესრულებულია ბორჯომში რომანოვების სამეფო ოჯახის ბინადრობის დროის ბაროკოს სტილში; ფოიე მოხატულია კლასიკური კულტურის მოტივების გამომხატველი ფრესკებით; სასტუმროს დიზაინი და ინტერიერი გადაგიტანთ მე-19 საუკუნის ბოლო წლების არქიტექტურული დახვეწილობის და ტრა- დიციული ქართული კულტურის ატმოსფეროში; სასტუმროში შემონახულია რომანოვების ოჯახის აპარტამენტები, რომლებიც თავისი პირვანდელი სახითაა რესტავრირებული;
Borjomi Palace – ესაა თანამედროვე კომფორტი და ტრადიციული ქართული კულტურა!