slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 01:01
დაჯავშნე

«დეტოქს» პროგრამა

დეტოქს პროგრამა ბორჯომი პალასი 

ორგანიზმის გაწმენდა და გაახალგაზრდავება ბორჯომის უნიკალური მინერალური წყლით

 


გამოკვლევა:


ექიმის მიღება (თერაპევტ-გასტროენთეროლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფიზიოთერაპევტი).

მუდმივი მონიტორინგი პროგრამის მთელ განმავლობაში.

ექიმ-დიეტოლოგის კონსულტაცია კვების ინდივიდუალური პროგრამის შედგენით.

კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია:


კლინიკური გამოკვლევები


  • სისხლის საერთო ანალიზი

  • შარდის საერთო ანალიზი

  • გლუკოზის დონე შარდში

  • სისხლის პროთრომბინის ანალიზი


სისხლის ბიოქიმია  


  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (BIL.T, BIL.D, AST/GOT, ALT/GPT, GGT, ALP, TotalProtein, ALBUMIN)

  • ღვიძლის სინჯი (UREA, CREA, Amylase, Uric Acid,GLUC, GLUC ( 120 min)

  • ლიპიდური გაცვლა (TotalCholesterin, Triglycerides, HDL, LDL)

  • მიკროელემენტები (Ca, Na, K, Mg, P, IRON liquicolor)

  • რევმატოიდული სინჯები (CRP, ASLO, RF)


ალერგოლოგიური გამოკვლევები


კომპლექსური პანელები, IgE (ცალ-ცალკე პასუხები ალერგენების მიხედვით)

  • საკვები ალერგენების პანელი (FoodPanel), IgE

  • რესპირტორული ალერგენების პანელი (RespiratoryPanel)

  • სხვადასხვა ალერგენების პანელი (Food and Respiratory Panel)


ჰორმონალური გამოკვლევები


  • TSH (თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი შრატში)

  • fT4 (თავისუფალი თიროქსინი შრატში)

  • anti-TPO (ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზას მიმართ АТ-ТПО)

  • totalPSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი შრატში)

  • insulin – ინსულინი შრატში

  • HbAlc  გლიკირებული (გლიკოზილირებული) ჰემოგლობინი სისხლში

  • C – PeptideC – პეპტიდი შრატში

  • PRL –პროლაქტინი შრატში

ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)

ულტრაბგერითი გამოკვლევა  (უბგ)

  • მუცლის ღრუს გამოკვლევა

  • შარდსასქესო სისტემის გამოკვლევა

  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

Body Composition Monitor (Karada Scan)

  • სმი – სხეულის მასის ინდექსი,

  • შიდა (ვისცერალური) ცხიმის დონე

  • ცხიმოვანი ქსოვილის მასა სხეულის საერთო მასასთან შეფარდებით

  • კუნთოვანი მასის რაოდენობა

  • პაციენტის დღეღამური ენერგეტიკული მოთხოვნილება


პროცედურები:


  1. ტიუბაჟი – ბრმა ზონდირება, მდგომარეობს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე სადინრების რბილ გამორეცხვაში, რაც აადვილებს ნაღვლის გამოყვანას ამ ორგანოებიდან.

  2. ღვიძლის პარაფინოთერაპია – სითბოთი მკურნალობის ერთ-ერთი სახეობაა. პარაფინი ახდენს ორგანიზმზე ანთების საწინააღმდეგო, ტკივილ-გამაყუჩებელ, მოდუნებით, ანტისპასტიკურ, ჭრილობის შემხორცებელ, აღდგენით მოქმედებას, გახურებულ არეში ხდება კაპილარების და წვრილი სისხლძარღვების გაფართოება. უმჯობესდება ადგილობრივი სისხლ- და ლიმფის მიმოქცევა.

  3. ნაწლავების სიფონური მორწყვა ბორჯომის მინერალური წყლით – ეს პროცედურა წმენდს ნაწლავებს მავნე ნივთიერებებისაგან. ორგანიზმიდან გამოიყვანება დაგროვილი ტოქსიკური ნივთიერებები, ხდება საკვების ნორმალური მონელება, მავნე კომპონენტები არ ჩერდება ორგანიზმში, ხდება გაახალგაზრდავება, ნორმალიზდება პერისტალტიკა და იზრდება სამოძრაო აქტივობა. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთოა.

  4. პრესოთერაპია (აპარატურული ლიმფოდრენაჟის მასაჟი, პნევმომასაჟი) – სასიამოვნო სარელაქსო და ამავდროულად მძლავრი ლიმფოდრენაჟული ეფექტის მქონე პროცედურა. პრესოთერაპია აქტიურად ზემოქმედებს ორგამიზმის ლიმფურ სისტემაზე, გამოჰყავს ზედმეტი სითხე და დაგროვილი ტოქსინები, ხელს უწყობს კვების პროცესების და ქსოვილთა გაწმენდის პროცესების ინტენსიფიკაციას. მისი მეშვეობით შეიძლება ცელულიტისა და სიმსუქნის სხვადასხვა სტადიების ყველა გამოვლინებასთან ეფექტური ბრძოლა. უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია კანის საფარის კაპილარულ ძარღვებში და ასევე რბილ ქსოვილებში. ხელს უწყობს პრობლემური ზონების მოცულობათა შემცირებას.

  5. ტალახის შეხვევა – გამოიყენება ორგანიზმის ტონუსის მომატებისა და მისი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. პროცედურა გამოიყენება გახდომისა და ცელულიტური დანალექებისგან თავის არიდებისათვის. გამოყავს წიდები ორგანიზმიდან. ტალახის შეხვევების პროცესში ადამიანი ღებულობს კარბონულ და ჰუმინურ მჟავებს, რომლებიც დამოუკიდებლად  და თავისთავად არ წარმოიქმნება ორგანიზმში, მაშინ როდესაც ისინი ძალზედ საჭიროა როგორც ენერგიისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავების წყაროები.

  6. შხაპი „შარკო“ – პრობლემური ზონების ინტენსიური მასაჟის პროცედურა წყლის ძლიერი მიმართული ჭავლით, რომელიც ასტიმულირებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და აძლიერებს ცხიმოვანი დანალექების დაშლის პროცესებს.   

  7. ჟანგბადის კოქტეილი – ჟანგბადის კოქტეილის დაუფასებელი სარგებელი ადამიანის ჰიპოქსიისგან თავის დახსნის უნარში მდგომარეობს. აქტივიზირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, უმჯობესდება საჭმლის მონელება, თირკმელთა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირება.

  8. ჰამამი (მშრალი საუნა, სველი საუნა, ქაფის მასაჟი, ჯაკუზი, პილინგ-სკრაბი). ჰამამი დადებითად ზემოქმედებს ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემაზე. ხის საწოლაკების ნაცვლად გამოყენებული მარმარილო ნელ მოდუნებასა და შინაგან დამშვიდებას გვჩუქნის. განსაკუთრებულ პეწს ამატებს შეუდარებელი საპნის პილინგი, მასაჟი კოსმეტიკური ზეთებით და აღმოსავლური ჩაი.

9. სპა-კაფსულა (ჰიდრომასაჟის, ორთლის) – ჰიდროფუზიური კაფსულის პროცედურაში შეხამებულია ინფრაწითელი გამოსხივებისა და ცხელი ორთქლის ზემოქმედება. ორგანიზმი ხურდება 4 სმ-მდე სიღრმეზე, რითაც აქტივიზირდება ლიპოლიზის  პროცესები და ორგანიზმიდან წიდების გამოყვანა. ჰიდრომასაჟი, ფიტო- და არომათერაპია აუმჯობესებენ ორგანოების და ქსოვილების სისხლით მომარაგებას, აძლიერებენ რა ყველა მიმოცვლით პროცესს ორგანიზმში. პროცედურები ბორჯომის მინერალური წყლით სრულდება – შედეგად ხდება დეტოქსიკაცია, მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, ტოქსინების გამოყვანა ორგანიზმიდან, კანის გაახალგაზრდავება და გაწმენდა, კალორიების წვა, წონის დაკლება.

10. წყალქვეშა მასაჟი – ხელს უწყობს ცხიმების გახლეჩას, ამცირებს ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობას და ცელულიტს, გამოიყენება ფიგურის გაუმჯობესებისა  და სხეულის მასის შემცირების მიზნით. 

11. დეტოქს-მასაჟის (ან ჰემოლიმფოდრენაჟის მასაჟის) მეშვეობით ცილდება შეშუპებები და ორგანიზმის დეტოქსიკაციის შედეგები. ასევე ის ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, რაც იძლევა ორგანიზმის „გაწიდვის“ შემცირების და იმუნიტეტის ამაღლების შესაძლებლობას.

12. მასაჟი (კლასიკური სამკურნალო მასაჟი – ნაწილობრივი, საერთო).

13. დეტოქს პროცედურა (BioResonanceRayonex – აპარატი RayocompPS10) წმენდს ორგანიზმს უჯრედების დონეზე, გამოყავს ტოქსინები. აძლიერებს უჯრედოვან იმუნიტეტს, ხელს უწყობს რა ორგანიზმის გაწმენდის ბუნებრივ სისტემებს ტოქსიკურ და ბაქტერიულ საფრთხეებთან ადვილ გამკლავებაში.

14. წყალმცენარეებით შეხვევა – ზღვის შეხვევა „დეტოქს-გახდომა“ – საფეხურებრივი სპა-პროცედურაა, რომელიც რამდენიმე ეტაპს ითავსებს: სამასაჟე პილინგს, ზღვის შეხვევის დატანა ღრმა დეტოქსიკაციის ეფექტით და მასაჟის დამასრულებელი სილუეტის კრემ–კორექტორი.   

15. ღრძილების მორწყვა ბორჯომის მინერალური წყლით – ეს ეფექტური პროფილაქტიკური ზომაა პირის ღრუში ანთებითი პროცესების წინააღმდეგ.

16. სინგლეტ-ჟანგბადის თერაპია – ახორციელებს ორგანიზმის დეტოქსი-კაციას, ხდება ორგანიზმის დამცავი ძალების მობილიზება და ინფიცირების რისკის შემცირება. უმჯობესდება სისხლის დენადობა. იზრდება ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსი, მცირდება სტრეს-ინდექსი და არტერიული კედლის სიხისტე.

 17. საცირკულაციო შხაპი – საცირკულაციო შხაპის ზემოქმედების ქვეშ ხდება სისხლის მოქცევა ყველა შინაგან ორგანოსთან. ჩქარდება ნივთიერებათა გაცვლა, წიდებისა და მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გაყვანა გაცილებით სწრაფად ხდება.

18. ორთქლ-ნახშირორჟანგის აბაზანა – პროფილაქტიკის, გაახალგაზრდავება-გამოჯანმრთელების ეფექტური საშუალება, ჰარმონიზირებს ორგანიზმს სტრესების, დაავადებების, ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ ბრძოლაში.

19. მარილის ოთახი – მარილის გამოქვაბულში ჩატარებული სეანსი ხელს უწყობს იმუნიტეტის გამყარებას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას, ასევე სუნთქვითი გზების გაწმენდასა და გამოჯანმრთელებას.

20. ღრმა ოსცილაცია ან ლიმფოდრენაჟის მასაჟი – ცვლადი ელექტრო-სტატიკური ველის მოქმედების შედეგია. ელექტროსტატიკური იმპულსები ქმნიან უმნიშვნელო რხევებს, რომლებსაც მიმართული ანთების საწინააღმდეგო, პროფომასტიმულირებელი, დეტოქსიფიცირებელი და სადრენაჟო მოქმედებები აქვს. 

 21. ჩანციუანის (უშუს) გამაჯანსაღებელი ვარჯიშები – სუნთქვითი გიმნასტიკა, წონის დაკლების პროგრამა.