ნახშირორჟანგიანი წყალი
მინერალური წყლები, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა იონური შამადგენლობა, მინერალიზაცია და ტემპერატურა, შეიცავენ არანაკლებ 0,5 გ/ლ. ნახშირორჟანგს (CO2). ნახშირორჟანგიანი წყალი შესაძლოა ერთ ერთი პირველი იყო, რომლის გამოყენებაც დაიწყეს თერაპიული მიზნით. მოგზაურების ყურადღებას იპყრობდა მჩქეფარე წყაროში არსებული აიროვან ბუშტუკები, რომლებიც გარს ერტყმოდნენ სხეულზე დაღლილ მგზავრებს წყლაში ჩასვლისას.
ნახშირორჟანგიანი წყლების მოქმედების მექანიზმი გარეგანი გამოყენებისას შესწავლილია საკმაოდ კარგად. ორგანიზმზე მისი მოქმედება განპირობებულია ტემპერატურული, მექანიკური და ქიმიური ფაქტორებით. თითოეული მათგანის ზემოქმედება განსხვავებულია თავისი სპეციფიკური მოქმედებით მასში შემავალი ნახშირორჟანგის აირის გამო. აბაზანისათვის გამოსაყენებელ წყალში ნახშირჟანგის კონცენტრაცია შადგენს 0,5-დან 2 გ/ლიტრამდე, წყლის ტემპერატურა კი 350-370 C, ზოგიერთ დაავადებებისას (არტერიული ჰიპერტენზია, ნევროზები,ნეიროცირკულარული დისტონია) წყლის ტემპერატურა შედარებით მცირდება 340 - 320C.
CO2 აბაზენა
CO2 აბაზანის ჩვენებებია გულსისხლძაღვთა სისტემის დაავადებების ( გულის იშემიური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია I და II ფუნქციური კლასის, ჰიპერტონია I და II ტიპი, ინფარქტის შემდგომი ( 3-6 თვის შემდეგ), მიოკარდიული და ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, ათეროსლეროზის საწყისი სტადია), სასუნთქი სისტემის დაავადებები ( ფილტვის ემფიზემა, პნევმოსკლეროზი, ბრონქიალური ასთმა რემისიის პერიოდში), ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები ( ნევრასთენიის, ვეგეტონევროზი, ინსულტის შემდგომი ჰემიპარეზი), ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები ( ადნექსიტი, სალპინგოოოფორიტი), საკვერცხეების ფუნქციური უკმარისობა, კლიმაქსი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები ( სიმსუქნე I და II ხარისხის, პოდაგრა რემისის პერიოდში), შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი ფორმა, ნეფროსკლეროზი.
ორთქლის CO2 აბაზანა
ორთქლის CO2 აბაზანა განსაკუთრებულად დადებით ზემოქმედებას ახდენს ქვედა კიდურების პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთებზე, აუმჯობესებსნ კიდურების სისხლსავსეობას, აძლიერებს ვენურ განდევნას და ამაღლებს სისხლძარღვოვან ტონუსს. ნახშირორჟანგი აძლიერებს ორგანიზმის აღდგენითი ფუნქციებს, იწვევს იმუნური სისტემის სტიმულირაბას, აფერხებს წინასწარ დაბერებას. ორთქლის ნახშირორჯანბადიანი აბაზანის ზემოქმედებით იცვლება ნერვული სისტემის ფუნქცოინირება, რაც დადებითად აისახება ორგანიზმის სისტემების უმეტეს ფუნქციაზე: ენდოკრინულ, იმუნურ, ელექტროლიტების, ნახშირწყლების და ცხიმების რეგულაციაზე. ორთქლის ნახშირორჟანგბადის აბაზანის დანიშვნა შეიძლება ასევე მძიმე პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის, მათთვის ვისთვისაც უკუნაჩვენებია წყლის აბაზანები, როგორც დამტვირთველი გულსისხლძარღვთა სისტემისათვის. მშრალი აბაზანის უპირატესობაა იმით, რომ საერთო დატვირთვა ორგანიზმზე უფრო მცირეა: არა ცხელი წყალი - ესე იგი არაა ჰიდროსტატიური და ტემპერატურული დატვირთვა, ამიტომაც ასეთი აბაზანის მიღება შეიძლება ინფარქტის შემდეგ, რეაბილიტაციის ადრეულ პერიოდში, ასევე აორტოკორონარული შუნტირების შემდეგაც.
ჩვენებები:
მკურნალობის კურსი შეადეგენს 10- 15 აბაზანას დღეგამოშვებით 2-3 ჯერ წელიწადში.