slogan
(+995 32) 2 43-00-31
ლოკალური დრო: 14:47
დაჯავშნე

ოთხკამერიანი გალვანური აბაზანა

ოთხკამერიანი ელექტროგალვანური აბაზანა

4-კამერიანი აბაზანა წარმოდგენილია ფეხის 2 და ხელის 2 წყლის კამერით. პროცედურა მოიცავს გალვანური დენით ზემოქმედფებას და ადგილობრივად აბაზანას ( წყის ტემპერატურაა 370C) ზედა და ქვედა კიდურებზე. საჭიროებისას შესაძლებელია მედიკამენტოზური ხსნარების დამატება. პროცედურის დრო შეადგენს 15 წუთს. ასეთი გალვანური აბაზანა ახდენს ზემოქმედებას მთელ ორგანიზმზე. გალვანური დენის ზემოქმედებისას ძლიერდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, სტიმულირდება ტროფიკული ცვლის პროცესები, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ხელს უწყობს რეგენერაციულ პროცესებს პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვული სისტემის. იმ დროს, როდესაც უკუჩვენებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აბაზანის მიღება მთელ სხეულზე, გამოიყენება სწორედ ეს აბაზანა.

 ოთხკამერიანი გალვანური აბაზანა გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული ანთებითი დაზიანებებისა და დისტროფიული ცვლილებებისას ( სახსრების დაავადებები), პერიფერიული პარალიჩების, რევმატიზმის ზოგიერთ ფორმებისთვის, ვაზონევროზები, პოსტტრავმული მდგომარეობები, დაღლილი ფეხების სინდრომისას, კრუნჩხვებისა და კუნთების ტონუსის დაქვეითებისას კუნთებში, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სეკრეციას, აქვეითებს სისხლის შედედებას.

ჩვენებები: 

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები 
  • ძვალ კუნთოვან სისტემის დაავადებები 
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები 
  • ქრონიკული გინეკოლოგოური დაავადებები
  • კანის დაავადებები 
  • სიმსუქნე I და II ხარისხის 
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები 
  • ნევროზები 
  • კლიმაქტერული სინდრომი და სხვა.

 მკურნალობის კურსი შეადგენს 10–15 პროცედურას